პარტიის 7000-კაციანი ყრილობის ჩატარებაზე ჩემი და გიგი უგულავას პოზიციები ერთმანეთს არ ემთხვევა, - ამის შესახებ პრესკონფერენციაზე "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა. მელია პარტიის ერთი ნაწილის მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა რომელშიც 20 იანვარს დაგეგმილ ყრილობასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები იყო დასმული. ის ასეთი ყრილობის ჩატარებას მხარს უჭერს. "ისინი ცდილობენ საბოტაჟი მოახდინონ ყრილობის, რაც რა თქმა უნდა თავიდანვე განწირულია," - აცხადებს მელია.