"ჩელსიმ" ინგლისის ლიგის თასის განმეორებით ნახევარფინალურ მატჩში 2:1 მოუგო "ტოტენჰემს", ვინაიდან პირველი შეხვედრა 0:1 ჰქონდა წაგებული, პენალტების სერია დაინიშნა, რომელშიც 4:2 იმარჯვა. "ჩელსი" მერვედ გავიდა ამ ტურნირის ფინალში. "ჩელსის" ნახევარმცველმა ნგოლო კანტემ ამ სეზონში 4 გოლი გაიტანა, იმდენივე რამდენიც წინა სამ სეზონში. თამაშის წინ "ჩელსიმ" მაყურებლებს "იუვენტუსიდან" იჯარით აყვანილი თავდამსხმელი გონსალო იგუაინი წარუდგინა, რომელსაც ამ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია. 24 თებერვალს თასის ფინალში "ჩელსი" "მანჩესტერ სიტის" "უემბლიზე" შეხვდება.