ლონდონის „ჩელსის“ ხელმძღვანელობამ, გადაწყვიტა ერთი კვირის ხელფასი დაუქვითოს მეკარე კეპა არისაბალაგას. ეს თანხა საქველმოქმედო ფონდ Chelsea Foundation-ში ჩაირიცხება.
შეგახსენებთ, რომ კვირას, ინგლისის ლიგის თასის ფინალში, „მანჩესტერ სიტის“ წინააღმდეგ, „არისტოკრატთა“ მწვრთნელმა, მაურიციო სარიმ, ბოლო წუთებზე, 11 მეტრიანების მოახლიების გამო, მეკარის შეცვლა გადაწყვიტა, მაგრამ ბასკმა მინდვრის დატოვებაზე უარი განაცხადა. აღნიშნული მატჩი სიტიმ პენალტების სერიაში 4-3 მოიგო, ქალაქელები ამ ტიტულს ზედიზედ მეორედ დაეუფლნენ.