აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში, რანგით მეორე ტურნირის, ევროპა ლიგის ფინალი გაიმართა, სადაც ლონდონური დერბი შედგა, ჩელსი არსენალის წინააღმდეგ. მატჩის პირველი ტაიმი მოსაწყენი გამოდგა, ფაქტობრივად არც ერთ კართან სახიფათო ეპიზოდი არ შექმნილა. დაპირისპირების მეორე ნაწილი კი ნამდვილად საოცარი იყო, თუმცა ესეც დიდწილად მაურიციო სარის შეგირდების კარგი თამაშით იყო განპირობებული. შეხვედრის პირველი გოლი 49-ე წუთზე ორივიე ჟირუმ გაიტანა, რომელმაც თავის სტილში, თაური დარტყმით ანგარიშის გახსნა შეძლო. ტაბლოზე სხვაობა პედრო როდრიგესმა ზუსტად მე-60 წუთზე გაზარდა, რომელსაც კიდევ 5 წუთში ედენ აზარმა ერთი გოლი, პენალტით დაუმატა და საკუთარი გუნდისთვის დამაჯერებელი უპირატესობა მოიპოვა. არსენალის რიგებში ერთადერთი გოლის ავტორი აივობი გახდა, რომელმაც უძლიერესი დარტყმით კეპას კარის აღება შეძლო, თუმცა ჩელსიმ 3 ბურთიანი უპირატესობა ძალიან მალე, 72-ე წუთზე დაიბრუნა. აზარი-ჟირუს ბრწყინვალე კომბინაცია ბელგიელმა დააბოლოვა და საობლოო ანგარიში 4-1 დააფიქსირა. შეგახსენებთ, რომ ჩელსიმ აღნიშნული ტიტული ისტორიაში მეორე მოიგო, მაურიციო სარისთვის კი ეს თასი კარიერაში პირველი გამოდგა.