ჩეხეთში, ერთ-ერთ საავადმყოფოში მომხდარი სროლის დროს, სულ მცირე 7 ადამიანი დაიღუპა. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, ინციდენტი ამბულატორიულ განყოფილებაში მოხდა. მედიის ცნობით, პოლიციამ საავადმყოფო დახურა, ხოლო მიმდებარე უნივერსიტეტიდან ევაკუაცია გამოაცხადა. ინფორმაციას ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი, იან ჰამაჩეკი ადასტურებს. მისი განცხადებით, თავდამსხმელის სამძებრო სამუშაოებში ჩართულია სპეციალური საპოლიციო დანაყოფები, სწრაფი რეაგირების დანაყოფი და პოლიცის კუთვნილი ავიაცია.
დანაშაულის მოტივი და გარემოებები ამ დროისთვის უცნობია.