14:15
20 ნოემბერი, 2019, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
ჩეხეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მას სურს გააუქმოს კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარება
12-09-2019

ჩეხეთის პრეზიდენტმა მილოშ ზემანმა განაცხადა, რომ მას სურს გააუქმოს ჩეხეთის მიერ კოსოვოს, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს, აღიარება, - ამის შესახებ ინფორმაციას "ევრონიუსი" ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, 74 წლის პრეზიდენტმა აღნიშნული განცხადება სერბეთში ვიზიტის დროს გააკეთა.

"მე დიქტატორი არ ვარ, მაგრამ რაც შემიძლია გავაკეთო - და ეს იქნება დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში - არის ის, რომ ამ საკითხს კონსტიტუციური ორგანოების წარმომადგენლებთან განვიხილავ, სადაც დავსვამ კითხვას, არის თუ არა ეს შესაძლებელი", - განაცხადა მილოშ ზემანმა სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდრე ვუჩიჩთან შეხვედრის დროს.

მილოშ ზემანის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ ჩეხეთის თავდაცვის მინისტრი მის ინიციატივას მხარს დაუჭერს.

ჩეხეთის საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, აღნიშნული განცხადების საპასუხოდ კოსოვოს მთავრობამ პრაღაში დაგეგმილ ვიშეგრადის ოთხეულისა და დასავლეთ ბალკანეთის სამიტში მონაწილეობაზე უარი თქვა.

შეგახსენებთ, რომ კოსოვო ერთ დროს სერბეთის ტერიტორია იყო, ხოლო 2008 წელს მან თავი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოაცხადა. ასზე მეტი ქვეყანა, მათ შორის ევროკავშირის 23 წევრი სახელმწიფო კოსოვოს დამოუკიდებლობას აღიარებს.

AutoPlay
აკაკი ზოიძე სეპარატისტულ რეჟიმს ვაჟა გაფრინდაშვილის ნაცვლად, საკუთარ თავს სთავაზობს
გამოქვეყნდა 18 წუთის წინ
საქალაქო სასამართლო 18 ნოემბრის აქციის დროს დაკავებულების საქმეზე მსჯელობს
გამოქვეყნდა 20 წუთის წინ
აშშ საუდის არაბეთში დამატებით 3 000 სამხედროს გაგზავნის
გამოქვეყნდა 32 წუთის წინ
ავღანეთში აშშ-ის ვერტმფრენის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობა "თალიბანმა" აიღო
გამოქვეყნდა 33 წუთის წინ
ალეკო ელისაშვილი - კახა ოქრიაშვილს ის 78% თავზე უნდა დაახიო, ჩვენ რომ გვეძახის დებილებს
გამოქვეყნდა 34 წუთის წინ
უმრავლესობაში პარლამენტის ვაკანტურ თანამდებობეზე წარსადგენ კანდიდატურებზე მსჯელობენ
გამოქვეყნდა 36 წუთის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები