ჩეხეთში კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით სკოლები დაიხურება. ქვეყანაში ასევე აიკრძალება ღონისძიებები, სადაც 100-ზე მეტი პირი იყრის თავს. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ანდრეი ბაბიშმა განაცხადა.
"ვირუსის შეჩერების მიზნით სკოლები დაიხურება. ჩვენი უმთავრესი ამოცანა ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვაა. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ეს შესაძლოა ადამიანებისთვის სასიამოვნო არ იყოს, მაგრამ ყველა საშუალებით უნდა ავიცილოთ თავიდან ის, რაც იტალიაში მოხდა",- განაცხადა ბაბიშმა.
ამ დროისთვის ჩეხეთში სულ კორონავირუსის 40 შემთხვევაა დაფიქსირებული.