ჩეხეთის პრემიერი ანგელა მერკელს პანიკის დათესვაში ადანაშაულებს - Palitra News

ჩეხეთის პრემიერი ანგელა მერკელს პანიკის დათესვაში ადანაშაულებს

2020-03-12 17:03:59+04:00

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი ანდრეი ბაბიში გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს პანიკის გავრცელებაში ადანაშაულებს. ანდრეი ბაბიში ანგელა მერკელის მიერ 11 მარტს გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც კანცლერმა აღნიშნა, რომ გერმანიის მოსახლეობის 60-70% შესაძლოა, კორონავირუსით დაინფიცირდეს.

"მე არ მსურს კომენტარი გავაკეთო გერმანიაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, თუმცა მჯერა, რომ ასეთი განცხადებები პანიკას იწვევს. ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ მივიღეთ მკაცრი ზომები იმისთვის, რომ ასეთი ცუდი სცენარები გამოვრიცხოთ", - აღნიშნა ბაბიშმა. ჩეხეთში კორონავირუსის 100-მდე შემთხვევაა ამ ეტაპზე გამოვლენილი.

კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით, ორი დღის წინ ჩეხეთში სკოლები დაიხურება. ქვეყანაში ასევე აიკრძალება ღონისძიებები, სადაც 100-ზე მეტი პირი იყრის თავს.