ჩეხეთის ელჩი საქართველოში პეტერ მიკისკი აცხადებს, რომ მხარს უჭერს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგს და აკვირდება მთელს იმ პროცესს, პირობებს, მათ შორის შეუსრულებელ პირობებსაც. როგორც მან აღნიშნა, შესაძლოა, მედიით განცხადებებს არ აკეთებენ, თუმცა მოვლენებს აკვირდებიან და ინფორმაციას აწვდიან თავიანთ მთავრობას.
მედიის წარმომადგენლებმა ელჩს კითხბა გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებითაც დაუსვეს, თუმცა პიტერ მიკისკამ განაცხადა, რომ უშუალოდ ამ საქმეზე კომენტარს ვერ გააკეთებს, თუმცა აღნიშნავს, რომ სასართლოს დამოუკიდებლობა მნიშვნელოვანია.