Check in Georgia-ს სამ მსხვილ ღონისძიებაზე - ეროს რამაზოტის, რობი უილიამსის და Maroon 5-ის კონცერტებზე ინტერნეტის საშუალებით მსოფლიოს 49 ქვეყანაში სულ 2 958 ბილეთი გაიყიდა, რაც ინტერნეტით გაყიდული ბილეთების მხოლოდ 5.23%-ია და შესაბამისად, პროექტის ავტორების მოსაზრება, რომ Check in Georgia უცხოელი ტურისტების ზრდას შეუწყობდა ხელს, არ გამართლდა, - ამის შესახებ “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” კვლევაშია აღნიშნული, რომლის პრეზენტაციაც საია-ს ხელმძღვანელმა ანა ნაცვლიშვილმა და ორგანიზაციის იუტისტმა სულხან სალაძემ გამართეს. როგორც სულხან სალაძემ განაცხადა, 2016 წელს ჩატარებული სამი ღონისძიების შესახებ საია დოკუმენტაციის მიღებას კულტურის სამინისტროდან 1 წლის განმავლობაში ცდილობდა, საბოლოოდ კი, მათ სასამართლოს გზით მიიღეს ინფორმაციები.