ჭავჭავაძის გამზირზე ნაგვის მიწისზედა ურნები აღარ იქნება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, გამზირის რეაბილიტაციის შემდეგ მიწის ქვეშ განთავსებული ნაგვის ურნები უკვე შესაძლებელია მოსახლეობამ გამოიყენოს.
მიწისზედა ურნების აღების დავალება დედაქალაქის მერმა „თბილსერვის ჯგუფის" ხელმძღვანელს მისცა.
მერმა ჭავჭავაძის გამზირზე მოძრაობასტან შექმნილ დისკოდფორტზეც ისაუბრა და ბოდიში მოუხადა ყველა იმ პირს ვისაც შაბათს ჭავჭავაძის გამზირზე გადადადგილებისას დისკომფორტი შეექმნა.