თბილისის მერის მოადგილე ჭავჭავაძის გამზირზე შექმნილ საცობთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. ირაკლი ხმალაძის განცხადებით, დღეს რეფორმის პირველი დღეა და ადაპტაციას გარკვეული დრო დასჭირდება. როგორც ხმალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მოძრაობა რამდენიმე დღეში დარეგულირდება და პანიკის საფუძველი არ არსებობს. თბილისის მერის მოადგილის განცხადებით, ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის შედეგად, მისი გამტარუნარიანობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.