ჭავჭავაძის #5-ში მიწის ჩამოშლას ორი მუშის სიცოცხლე ემსხვერპლა - Palitra News

ჭავჭავაძის #5-ში მიწის ჩამოშლას ორი მუშის სიცოცხლე ემსხვერპლა

2019-04-01 09:09:53+04:00

მაშველებმა ჭავჭავაძის გამზირზე მიწის მასიდან მეორე მუშაც გარდაცვლილი ამოიყვანეს. 40 წლის მამაკაცის სამძებრო სამუშაოები რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. შემთხვევას ემსხვერპლა კიდევ ერთი მუშის, 25 წლის მამაკაცის სიცოცხლეც, რომლის ცხედარსაც მაშველებმა შემთხვევიდან მალევე მიაკვლიეს. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები 8 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ადგილზე 35 მეხანძრე-მაშველი მუშაობდა.ჭავჭავაძის 5-ში მდებარე ობიექტზე, სადაც მიწა ჩამოიშალა, სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობდა. შესაბამისად, მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.