ჭავჭავაძის გამზირზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დღეს დაშავებულ ერთ-ერთ მამაკაცს ფეხის ამპუტაცია ჩაუტარდა.იგი რეგიონულ ჰოსპიტალშია მოთავსებული და მას ამ წუთებშიც ელენთაზე ოპერაცია უტარდება.როგორც "სამედიცინო კორპორაცია ევექსის" პრესსამსახურში განაცხადეს, მამაკაცს ფეხზე უმძიმესი დაზიანებები ჰქონდა და ამპუტაცია დასჭირდა.რაც შეეხება კლინიკაში მოთავსებულ მეორე პაციენტს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. პარალელურად 3 დაშავებული ღუდუშაურის კლინიკაში მოათავსეს, თუმცა სამივე მათგანი უკვე გაწერილია. შეგახსენებთ, რომ დღეს, ჭავჭავაძის გამზირზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომანქანა ტროტუარზე მდგომ მამაკაცებს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 12 დაშავდა.