მმართველი გუნდი საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდების შემთხვევაში პასუხისმგებლობას ოპოზიციას აკისრებს თავის მხრივ ოპოზიცია კი ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეთანხმების სრულად შესრულებას ითხოვს.
როგორც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, 8 მარტის შეთანხმება „ქართული ოცნების“ მხრიდან სრულად იქნება შესრულებული. ანრი ოხანაშვილის განმარტებით მმართველი გუნდის მიერ უკვე მოხდა კანონპროექტის ინიცირება და მისი განხილვა პარლამენტში უნდა დაიწყოს.
თავის მხრივ ოპოზიციაში აცხადებენ, რომ შეთანხმება სრულად შესრულებულად მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაითვლება, თუკი შეწყდება პოლიტიკური დევნა და ოპოზიციურად განწყობილი ადამიანები საპატიმროებს დატოვებენ.