შინაგან საქმეთა სამინისტროში კომენტარს არ აკეთებენ, ჩატარდა თუ არა ჩხრეკა ჰიპერმარკეტ „გორგიას“ დირექტორის, ყოფილი ცოლის საცხოვრებელ სახლში. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიების ერთ-ერთი სავარაუდო ვერსიით, გია გორგოშაძის ყოფილი ცოლი, შესაძლოა, ბიზნესმენის გატაცების მცდელობასთან იყოს კავშირში, რა ვერსიასაც ის ფაქტი ამყარებს, რომ რამდენიმე წელია გორგოშაძესა და პირველ ცოლს შორის ბიზნესსაქმიანობის გამო დაპირისპირებაა. "გორგიას" დირექტორის, ყოფილი ცოლი, ნინო დარსალია ამბობს, რომ ყოფილმა მეუღლემ ბიზნესი მისი საშუალებით დაიწყო, თუმცა როდესაც შემოსავალმა მოიმატა, გორგოშაძემ ის ბიზნესსაქმიანობიდან ჩამოაცილა და მისი ბიზნესწილებიც მიითვისა.