გოგი წულაიას მორიგი პროტესტი - "თავისუფალი საქართველოს" ხელმძღვანელი ამჯერად ამბობს რომ ქუთაისში, ჭაში, საიდანაც მოსახლეობას წყალი უნდა მიეღო, მილების გაყვანა დაავიწყდათ. აღნიშნულთან დაკავშირებით მას ადგილობრივებმა აცნობეს. წუალაიას თქმით, ჭაზე არ არის მიმაგრებული მილები, სახანძრო სატუმბი და მოუწესრიგებელია ინფრასტრუქტურა. „თავისუფალი საქართველოს“ ხელმძღვანელი ასევე იმ დისკომფორტზეც საუბრობს, რომელიც ჭის მოწყობისას ადგილობრივ მოსახლეობას გადაადგილებისას ექმნება.