ოლივერ ტვისტი ინგლისელი მწერლის, ჩარლზ დიკენსის შემოქმედებაში რიგით მეორე , სათავგადასავლო დეტექტიური ჟანრის რომანია. წიგნი პირველად სერიებად 1837-39 წლებში ჟურნალ Bentley’s Miscellany-ის მიერ გამოიცა. რომანი გამოცემისთანავე გახდა პოპულარული და გაიყიდა მისი მილიონობით ეგზემპლარი. "ოლივერ ტვისტი" შესულია The Guardian-ის სიაში 1000 ნაწარმოები, რომელიც ყველამ უნდა წაიკითხოს.სიუჯეტი პატარა, ობოლი ბიჭის ოლივერ ტვისტის თავგადასავალს მოგვითხრობს. რომელიც დედის სიკვდილის შემდეგ მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა თავშესაფარში ხვდება, სადაც ბევრი უსიამოვნებისა და დამცირების გადატანა უწევს, მიუხედავად ამისა ის ბედს არ ეგუება - ზედამხედველის სისასტიკის ატანას აღარ აპირებს , თავშესაფრიდან გარბის. თუმცა ცხოვრება არც თავშესაფრის გარეთ არის ლმობიერი, არც იქ ინდობს პატარა ოლივერს. ის ხვდება ქუჩის ქურდბაცაცების დაჯგუფებაში , რომელსაც ებრაელი ფეიგინი ლიდერობს. ოლივერი, ერთერთი წარუმატებელი ძარცვის შემდეგ, კეთილი ჯენტლმენის მისტერ ბრაუნლოუს სახლში ხვდება, თუმცა მიწისქვეშეთის დაჯგუფების წევრები, ყველანაირად ცდილობენ ოლივერი დააბრუნონ კრიმინალური ბანდის შემადგენლობაში.