ჩარგლის ქუჩაზე მოსახლეობა მერიისგან ერთ წელზე მეტია დახმარებას უშედეგოდ ითხოვს. საქმე ეხება საცხოვრებელი კორპუსის წინ მიმდებარე ტერიტორიას, სადაც კერძო ინვესტორების მიერ კორპუსების მშენებლობაა დაგეგმილი. მოსახლეობის თქმით, ინვესტორემბმა აღნიშნული მიწები უკვე შეისყიდეს, მშენებლობა კი უახლოეს მომავალში უნდა დაიწყოს. მაცხოვრებლები ამბობენ, რომ ამ ტერიტორიაზე დამატებითი შენობების აგება მათ სრულ იზოლაციაში მოაქცევს, ბავშვებისთვის კი თავისუფალი სივრცე არ დარჩება. მოსახლეობის თქმით მშენებლობის დაწყება მთის ფერდობის მოჭრის აუცილებლობას ქმნის, რამაც შესაძლოა მეწყერული პროცესებიც გამოიწვიოს.