ჭარბოფლიანობა და ბოტოქსი - Palitra News

ჭარბოფლიანობა და ბოტოქსი

2020-08-04 10:50:00+04:00

ჰიპერჰიდროზი, ანუ ჭარბოფლიანობა საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა. სველი შუბლი, სველი ზედა ტუჩი, სველი იღლიები, სველი ფეხის გულები, სველი ხელის გულები, ოფლის ლაქები ტანსაცმელზე და მუდმივი ოფლის სუნი - მკვეთრად აუარესებს ადამიანის ცხოვრების ხარისხს.

ჰიპერჰიდროზი - იგივე მომატებული ჭარბოფლიანობა – არის პათოლოგიური მდგომარეობა. ინტენსიური ოფლიანობა შეიძლება დაიწყოს მცირე მღელვარების, სიხარულის, სიცივის ან სითბოს დროს, რაც შეიძლება გადაიზარდოს გაცილებით სერიოზულ პრობლემაში, როგორიცაა ნევროზი და დეპრესია.

ლოკალური ჰიპერჰიდროზის - იღლიების, ხელისგულების, ფეხისგულების ჭარბი ოფლიანობის სამკურნალოდ ექიმები სულ უფრო ხშირად მიმართავენ სრულიად უმტკივნეულო და უსაფრთხო მეთოდს: ბოტოქსის კანქვეშა ინექციებს.