19:29
17 ნოემბერი, 2019, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
მკურნალი
ჭარბი წონის ტვინს ზიანს აყენებს: 10 ათას ადამიანზე დაკვირვების შედეგი
22-01-2019

ბრიტანელი მეცნიერები 10 ათას ადამიანზე ჩატარებული დაკვირვების შედეგად, მივიდნენ დასკვნამდე, რომ დიდი რაოდენობით ზედმეტი კილოგრამები შესაძლოა ტვინს ზიანს აყენებდეს. კვლევაში 10 000-მდე ადამიანი მონაწილეობდა, რომელთა საშუალო ასაკიც 55 წელი იყო. მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ზედმეტი კილოგრამების მქონე ადამიანებს, განსაკუთრებით კი თუ ცხიმოვანი მასა მუცლის არეშია დაგროვილი, ტვინში ნაცრისფერი ნივთიერების ნაკლელობა ჰქონდათ.

ჯერ საბოლოოდ დადგენილი არ არის - ზედმეტი წონა მოქმედებს ტვინზე, თუ ტვინში მიმდინარე პროცესები მოქმედებენ ზედმეტ წონაზე.
მეცნიერების მიერ აღმოჩენილი სიახლის მიზეზი შესაძლოა წონის გამო სისხლძარღვთა სისტემაზე გაზრდილი ზეწოლა იყოს.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები