ვაშლისა და ალუბლის წვენი გამოირჩევა მაღალი შაქრიანობით, ამიტომ თუ ჭარბი წონა გაწუხებთ, უმჯობესია წვენის ამ ორი სახეობის მიღებისგან თავი შეიკავოთ. ძალიან სასარგებლოა ციტრუსის წვენი, თუმცა ციტრუსში არსებული ც ვიტამინი ხელს უშლის კალციუმის ათვისებას და ამიტომ მისმა ხშირმა მიღებამ შეიძლება ოსტეოპოოზი, ანუ ძვლების გამოფიტვა გამოიწვიოს. გარდა ამისა გრეიფრუტის წვენი ანელებს ზოგიერთი წამლის მოქმედებას, ამიტომ სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში, რომლებიც გარკვეულ პრეპარატებს იღებენ, მათშორის ჩასახვის საწინააღმდეგო აბებსაც. ყველაზე სასარგებლო ანანასის წვენია.