მოდის ლეგენდარულმა სახლმა Chanel-მა კარლ ლაგერფელდის ხსოვნას პატივი ჩვენებით მიაგო, რომელზეც 2019-20 წლის შემოდგომა ზამთრის კოლექცია წარადგინეს პარიზში გამართული ჩვენებისას ზამთრის კოტეჯების სახლი თოვლით იყო დაფარული და მოდელები პოდიუმზე სწორედ ამ სახლებს შორის დადიოდნენ. ჩვენება კარა დელვინმა გახსნა, რომელიც დიზაინერთან მეგობრობდა.უჩვეულო იყო პოდიუმზე მსახიობ პენელოპა კრუსის გამოჩენაც. ჩვენებაზე იყო სუპერმოდელი ნაომი კემპბელიც. ლეგენდარული დიზაინერი კარლ ლაგერფელდი 19 თებერვალს 85 წლის ასაკში გარდაიცვალა.