პარლამენტის ადგილსამყოფელი კონსტიტუციით განსაზღვრული აღარ იქნება. საქართველოს კონსტიტუციაში არსებულ ჩანაწერს, რომლის მიხედვით, პარლამენტის ადგილსამყოფელია ქალაქი ქუთაისი, კონსტიტუციიდან იღებენ.უმეტესობის აზრი იყო, რომ პარლამენტის ადგილსამყოფელად ჩაწერილიყო ქალაქი თბილისი ან საერთოდ არაფერი და აღნიშნული საკითხი პარლამენტის რეგლამენტით მოწესრიგებულიყო. საერთო სულისკვეთება არის ასეთი რომ, პარლამენტის ადგილმდებარეობის შესახებ ჩანაწერი კონსტიტუციიდან საერთოდ იყოს ამოღებული განაცხადა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრმა თენგიზ შარმანაშვილმა.