„ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებულ საკითხზე კიდევ ერთი ფარული აუდიოჩანაწერი ვრცელდება. „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებულ ჩანაწერში თბილისის თამბაქოს დამფუძნებელი, ირაკლი ჩუბინიშვილი „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელ ზაზა ოქუაშვილთან საუბარში კონკრეტულ შემთხვევას იხსენებს, რომელიც ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის გავლენით დალაგდა.
როგორც საუბრიდან ჩანს, ირაკლი ჩუბინიშვილმა ფინანსთა სამინისტროში მომუშავე ერთ-ერთი პირისგან მიიღო ინფორმაცია, რომ უწყების იმდროინდელ ხელმძღვანელ დიმიტრი ქუმსიშვილს გამზადებული ჰქონდა დასკვნა, სავარაუდოდ, ვანო ჩხარტიშვილის კომპანიის 26 მილიონით დასაჯარიმებლად. ჩანაწერის მიხედვით, ამ გადაწყვეტილების გასასაჩივრებლად ვანო ჩხარტიშვილი შეხვდა ბიძინა ივანიშვილს, რამაც შემდგომ ივანიშვილსა და ქუმსიშვილს შორის დაპირისპირება გამოიწვია.