ცესკო-ს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ საარჩევნო ადმინისტრაცია "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბად გადააქცია და მოვუწოდებთ, გადადგეს თანამდებობიდან,- ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშიას" ერთ-ერთმა წევრმა ლევან ბეჟაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.ლევან ბეჟაშვილმა პრესკონფერენციაზე წარადგინა ვიდეომასალა, სადაც მისივე თქმით, საუბარია იმაზე,თუ როგორ აკომპლექტებს "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბი საარჩევნო ადმინისტრაციებს, როგორ აწვდის სიებს საოლქო კომისიებს და როგორ ხდება მათთან თანამშრომლობა. მისი თქმით, ჩანაწერებში ჩანს, რომ კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე პირდაპირ კონტაქტზეა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის კრწანისის კომისიის კურატორთან. როგორც ბეჟაშვილმა აღნიშნა, ასეთ პირობებში არჩევნების ჩატარება ლეგიტიმაციას მოკლებულია.
იხილეთ: