ვინ ახორციელებს ზეწოლას ტელეკომპანია იბერიაზე - მედიაში გავრცელდა ჩანაწერი, რომელიც ტელეკომპანია "იბერიას" დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილისა და სავარაუდოდ სპორტის ყოფილი მინისტრის, ლევან ყიფიანის საუბარს ასახავს. ჩანაწერში საუბარი სწორედ ტელეკომპანია "იბერიას" შეეხება და ისმის კონკრეტული პრეტენზიებიც პირისგან, რომელიც სავარაუდოდ სპორტის ყოფილი მინისტრია. შეგახსენებთ, რომ 8 სექტემბერს ტელეკომპანია "იბერიამ" გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლევან ყიფიანი "ომეგა ჯგუფის" საქმესთან დაკავშირებით ლონდონში საადვოკატო კომპანიაშია დაბარებული.