შინაგან საქმეთა სამინისტრო ევაკუატორიდან მანქანის ჩამოვარდნის ფაქტს უარყოფს. როგორც შსს-ში განაცხადეს, აბაშიძის ქუჩაზე გადაღებული ფოტოსურათი, რომელზეც მანქანა არის ამობრუნებული, ავტოსაგზაო შემთხვევას ასახავს. უწყების ინფორმაციით, აბაშიძის ქუჩაზე მოძრავი ავტომანქანა გაჩერებულ მანქანას დაეჯახა რის შემდეგაც ამობრუნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
შსს-ს ცნობით, ფოტოსურათზე აღბეჭდილი ევაკუატორი ამობრუნებული ავტომანქანის საჯარიმო გადაყვანას ცდილობს, ხოლო ინფორმაცია, რომ ავტომანქანა გადაყვანისას ჩამოვარდა, მცდარია. ფოტო სოციალურ ქსელში მომხმარებელმა გაავრცელა.