უამინდობამ რეგიონში პრობლემები შექმნა. ხულოს მუნიციპალიტეტის სკოლებში და ბაღებში სასწავლო პროცეში შეწყდა. ძლიერი წვიმის შედეგად, ბათუმი-ხულოს დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მეწყერი ჩამოწვა. აჭარაში ამინდის გაუარესების გამო მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების გამგეობები საგანგებო რეჟიმში მუშაობს. თოვლის საფარმა მაღალი ზონის სოფლებში 1.30-1.50 მ-ს, ხოლო დაბლობში 70-80 სმ-ს მიაღწია.რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზების გარკვეულ მონაკვეთებზე შეზღუდვებია დაწესებული. ინტენსიური თოვის გამო, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ჩუმათელეთი-ხუნევის მონაკვეთზე იკრძალება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.ლიპყინულის გამო, გომი-ზესტაფონის მონაკვეთზე ასევე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაშიით, საქართველოს მასშტაბით საავტომობილო გზებზე რთული მეტეოროლოგიური პირობებიდან გამომდინარე შეზღუდვები კვლავ რჩება.