სამაშველო სამსახური ამ წუთებში დიღმის მასივში იმ ბინის, სადაც აფეთქება მოხდა, კედლის დემონტაჟს ახორციელებს, რადგან ჩამონგრევის საშიშროებაა.სამუშაოებში ჩართულია მძიმე ტექნიკა. მოსახლეობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, გაფართოვდა გადაკეტილი ტერიტორიის არეალი. ცალმხრივად გადაკეტილია ლუბლიანას ქუჩასთან დამაკავშირებელი გზის საავტომობილო მონაკვეთი. დიღმის მასივის მეოთხე კვარტლის მე-5 კორპუსში, აფეთქება სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის გამო მოხდა.