ხარაგაულში, სოფელ ანეულასთან, გვირაბის ჩამონგრევის საქმესთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სამთო-სამშნებლო სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევას.მშენებარე გვირაბის ნაწილის ჩამოინგრევის შედეგად, ნანგრევებში ორი მუშა მოჰყვა. ორივე მათგანი თბილისში კლინიკა "ლანცეტშია" გადმოყვანილი.