უკანასკნელ პერიოდში გახშირდა საუბრები იმაზე, თუ სად უნდა გააგრძელოს კარიერა, ახალგაზრდა ქართველმა ნახევარმცველმა, გიორგი ჩაკვეტაძემ. ბელგიური გამოცემების ცნობით, გენტს ქართველის გაყიდვა უკვე გადაწყვეტილი აქვს და მისი შემცვლელის ძიებაშია. ერთ-ერთ ვარიანტად შარლერუას პერუელი ნახევარმცველი, კრისტიან ბენავენტეა. შეგახსენებთ, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში გავრცელდა ხმები, რომ ჩაკვეტაძის საკუთარ რიგებში ხილვა, ბარსლონას, რეალს, ტოტენჰემს, რომასა და სხვა ევროპულ გრანდებს სურთ.