ჩაის მწარმოებელმა ქართულმა კომპანია "გურიელმა" ჰიპერმარკეტ "აგროჰაბში" ახალი, ბიო-ჩაის პრეზენტაცია და დეგუსტაცია გამართა. პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო ორი სახეობის - შავი და მწვანე ჩაი, რომლებიც საქართველოს სამ რეგიონში, იმერეთში, სამეგრელოსა და გურიაში განსაკუთრებულად დაცულ პირობებში მოიყვანეს. "გურიელის" გენერალური დირექტორის, მიხეილ ჭკუასელის განმარტებით, თოთოეულ ჩაის სასიამოვნო გემოვნური და სასარგებლო თვისებები გააჩნია. აღსანიშნავია, რომ “გურიელის” ნატურალური, ბიოლოგიურად სუფთა ჩაი წლის ბოლომდე მხოლოდ ჰიპერმარკეტ “აგროჰაბში” იქნება ხელმისაწვდომი. ამასთან, მისი რაოდენობა შეზღუდულია და სულ 10 000 შეფუთვა არის დამზადებული.