დიახ, ჩემი ხედვა ასეთია, რომ ლაურა ღაჭავაზე ხდებოდა ზეწოლა,- ამის შესახებ "ჩაინა ლილო სითის" დირექტორმა ზვიად ქირიამ ჟურნალისტებს განუცხადა. ზვიად ქირიას განცხადებით, თუ ვინ ახდენს ზეწოლას ღაჭავაზე, ეს ჟურნალისტებმა თავად მას უნდა ჰკითხონ.
ქირიამ ასევე განმარტა, რა კონტექსტში ახსენა გუშინ გაკეთებულ განცხადებაში ბიძინა ივანიშვილისნათესავი, უჩა მამაცაშვილი.
შეგახსენებთა გუშინ ჩაინა ლილო სიტის დირექტორი აცხადებდა, რომ სავაჭრო ცენტრის მენეჯმენტზე ზეწოლა პირდაპირ ბიძინა ივანიშვილის უახლოესი გარემოცვის მხრიდან ხორციელდებოდა. ამ განცხადებას დღეს ბაზრობის მეპატრონე ლაურა ღაჭავა გამოეხმაურა.