ჩაისა და ყავის მთავარი შემადგენელი კომპონენტი, რის გამოც მას მიირთმევენ კოფეინია, რომლის ორგანიზმში მოხვედრაც იწვევს ენერგიის სტიმულირებას და სიფხიზლეს. რომელი საშუალებაა უკეთესი ორგანიზმისთვის და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია ჩაისა და ყავას გარდა ამ ეფექტისა, სწორედ დღევანდელი გადაცემიდან გაიგებთ. ყავა მთელს მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი პროდუქტია, ნავთობის შემდეგ. მისი 100-ზე მეტი სახეობა არსებობს, მსოფლიოში წელიწადში 6,5 მილიონი ტონა ყავა იწარმოება, ძირითადად ლათინო-ამერიკულ ქვეყნებში, ასევე, აფრიკისა და აზიის რამდენიმე ქვეყანაში. ყველაზე მეტ ყავას სვამენ შვედეთსა და ფინეთში. თითო ადამიანი დღეში საშუალოდ 5 ფინჯანს.