ინჟინერმა და ბიოტექნოლოგ იულიან მელქიორმა ყურადღება პირველი სინთეთიკური ბიოლოგიური ფოთლის შექმნით მიიპყრო. მან ელეგანტური განათების დიზაინი "Bionic Chandelier" შექმნა, რომელიც მშვენიერ ვიზუალთან ერთად, ეკო მეგობრულია. ჭაღი ჰაერს ასუფთავებს, იმ დროს როცა ოთახს სინათლით ავსებს.
მწვანე განათება 70 მინის ფოთლისგან შედგება, რომლებშიც წყალმცენარეებია მოთავსებული. ისინი შეიწოვენ ნახშირორჟანგს და ჟანგბადს გამოყოფენ. გამჭვირვალე თხევადი ფილტრები სინათლის საშუალებით, თბილი ნათების ეფექტს ქმნიან. მიუხედავად იმისა, რომ მწვანე დიზაინი ხშირად ეფუძნება მარტივ ხაზებსა და მინიმალისტურ, ულტრათანამედროვე სტილს, მელქიორის ჭაღი საკმაოდ დახვეწილია.