ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე 18 წლის მოქალაქეების ვაქცინაციის პროცესში ჩართვა გადაწყვეტილი არ არის. მისი თქმით, უწყება მიჰყვება კალენდარს რომელიც დამტკიცებულია და შეთანხმებულია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან.
როგორც ირკვევა ორშაბათს ვაქცინაციის საბჭო დამატებით შეიკრიბება, იმსჯელებს იმ ჯგუფებთან მიმართებაში, რომლებიც ვაქცინაციის პროცესში ჩაერთვებიან.