ჩაერევა პრეზიდენტი ზურაბიშვილი და დაიცავს 8 მარტის შეთანხმების სულისკვეთებას? - კუბილიუსი რურუას განაჩენს ეხმაურება - Palitra News

ჩაერევა პრეზიდენტი ზურაბიშვილი და დაიცავს 8 მარტის შეთანხმების სულისკვეთებას? - კუბილიუსი რურუას განაჩენს ეხმაურება

2020-07-31 10:57:46+04:00

ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი ტელეკომპანია "მთავარის" თანადამფუძნებლის, გიორგი რურუასთვის ოთხწლიანი პატიმრობის მისჯას ეხმიანება და აცხადებს, რომ საქართველოში მართლმსაჯულების პოლიტიზირება გრძელდება.

როგორც კუბულიუსი ტვიტერზე წერს ამერიკის სახელმწიფო მდივანმა გააფრთხილა ხელისუფლება სასამართლო სისტემისა და საარჩევნო პროცესის პოლიტიზირების შეწყვეტის შესახებ გააფრთხილა, თუმცა ის მაინც გრძელდება.

„ოპოზიციური არხის მეწილეს გიორგი რურუას პატიმრობა მიუსაჯეს. ჩაერევა პრეზიდენტი ზურაბიშვილი და დაიცავს 8 მარტის შეთანხმების სულისკვეთებას?“- წერს ანდრიუს კუბილიუსი Twitter-ზე.

ცნობისთვის, გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი რურუას 4-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.