"ნიკორა" სუპერმარკეტების ქსელი პირველია სუპერმარკეტებს შორის, რომელმაც ჯერ კიდევ 2015 წელს პოლიეთილენის პარკები ჩაანაცვლა ბიოდეგრადირებადით. პარალელურ რეჟიმში კომპანია ერთგულ მომხმარებელს სთავაზობს მრავალჯერადი მოხმარების ჩანთებს, რომელიც ყველაზე კომფორტულია და მარტივია გამოსაყენებლად.მრავალჯერადი ჩანთის გამოყენების მთავარი მიზანი, გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე გამოწვეული მავნე ზემოქმედების შემცირებაა. მრავალჯერადი ჩანთების გამოყენების დანერგვით "ნიკორა" სუპერმარკეტების ქსელი ხელს შეუწყობს ქვეყანაში პოლიეთილენის პარკების მოხმარების შემცირებას და საბოლოოდ პოლიეთილენის მთლიანად ამოღებას.