იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად პარლამენტის შესასვლელთან აქცია - პერფორმანსი "ჩააგდე სია" გამართა, რითაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სია კიდევ ერთხელ გააპროტესტა.
ანა დოლიძემ აქცია-პერფორმანსზე 11 მიზეზი დაასახელა, რის გამოც, პარლამენტმა კანდიდატების სია უნდა ჩააგდოს. დოლიძეს დეპუტატებისთვის აღნიშნული 11 მიზეზის წარმოდგენა სურდა, თუმცა იგი საკანონმდებლო ორგანოში არ შეუშვეს.