ამერიკული მულტიპლიკაციური არხი Cartoon Network-ი (ქართუნ ნეთვორქი) უახლოეს მომავალში მის პირველ სასტუმროს გახსნის. სასტუმრო 2019 წელს პენსილვანიის შტატში გაიხსნება.
ტელკომპანიის ცნობით, ეს იქნება არა უბრალოდ სასტუმრო, არამედ მთელი გასართობი კომპლექსი ბავშვებისთვის და მათი მშობლებისთვის. როგორც Cartoon Network-ის დირექტორმა განაცხადა, ისინი გეგმავენ რომ მათი გმირები უფრო ახლო გახადონ მაყურებლებისთვის. მაგალითად, ჯეკი სერიალიდან Adventure Time (ედვეჩა თაიმი) ბავშვებს ბლინებს გამოუცხობს, ხოლო თეთრი დათვი მულტფილმიდან We Bare Bears (ვი ბეა ბიარს) მათ ლატეს მოუმზადებს.
გარდა ამისა, სასტუმროში იქნება 165 ნომერი, ინტერაქციული ჰოლი, კინოთეატრი, აუზი, სხვადასხვა სათამაშო ზონები.