შერეული საქონლის სუპერმარკეტების ქსელი Carrefour თავის მოწინავე პოზიციებს ბრაზილიაშიც აძლიერებს.
Bloomberg-ის ცნობით, ფრანგულმა კომპანიამ გადაწყვიტა, მილიარდ 100 მილიონ ევროდ ანუ მილიარდ 300 მილიონ დოლარად ერთ-ერთი წამყვანი ბრაზილიური სუპერმარკეტების ქსელი Grupo BIG Brasil შეიძინოს.
Carrefour-ი ამ ქსელს Advent International-ისგან და Walmart-ისგან ყიდულობს.
Carrefour ბრაზილიური სუპერმარკეტების ქსელის შეძენას 2022 წლისთვის დაასრულებს. შეძენა 70%-იანი ნაღდი ანგარიშსწორებითა და 30%-იანი Carrefour Brazil-ის ახალი აქციების ხარჯზე განხორციელდება.
ცნობისთვის, Grupo BIG Brasil ბრაზილიაში სუპერმარკეტების ქსელის სიდიდით მესამე კომპანიაა.