ბზობის დღესასწაულის მოახლეობასთან დაკავშირებით, გარემოს დაცვის მინისტრმა და კათოლიკოს-პატრიარქის ქორ-ეპისკოპოსმა თეოდორემ საზოგადოებას მიმართეს, მაქსიმალურად შეიკავონ თავი ბზის მოჭრისაგან რეალიზაციის მიზნით და დიდი რაოდენობით ტოტების შეძენისაგან. სამინისტრო ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით ამკაცრებს კონტროლს ბზის მოჭრაზე და სამართალდამრღვევზე გავრცელდება კანონით დადგენილი სანქციები. ტყეში ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა და გათვალისწინებულია როგორც ადმინისტრაციული, ასევე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ზომები. საჯარიმო სანქციების ოდენობა 200-დან 500 ლარამდეა, ხოლო, თუ გარემოსათვის მიყენებული ზიანი აჭარბებს 1000 ლარს - აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე.