ბუტა რობაქიძის საქმის განხილვისას სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება ბრალდებულ გურამ დონაძის რეპლიკას მოყვა. მან რობაქიძის ოჯახს ე.წ. დაზარალებული უწოდა. გურამ დონაძეს ბუტა რობაქიძის დედამ, ია მეტრეველმა უპასუხა და აღნიშნა, რომ ამდენი ხნის განმავლობაში იტანჯება, მას შვილი მოუკვდა და ახლა ე.წ. სიტყვის გამოყენება შეურაცხმყოფელია. ამის შემდეგ სხდომაზე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, შედეგად სოსო რობაქიძემ და მისი ოჯახის ახლობლებმა სხდომათა დარბაზი დატოვეს.