ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი 22 ივლისს გაიმართება. როგორც პალიტრანიუსს პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ პრესსამსახურში განუცხადეს, პროცესი ბუტა რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით ჩაინიშნა.
ირაკლი ოქრუაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს ბუტა რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან. მათ ბრალი საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთას სამიდან რვა წლამდე ვადით ითვალისწინებს.