ბუტა რობაქიძის მკვლელობასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების მხრიდან სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით მგელიაშვილი განაჩენს 18 დეკემბერს 14:00 საათზე გამოაცხადებს. მანამდე კი სასამართლო სხდომაზე მხარეებმა რეპლიკებით და საბოლოო სიტყვებით ისარგებლეს. პოცესის მიმდინარეობისას რამდენჯერმე დაიძაბა სიტუაცია. სხდომათა დარბაზია ბუტა რობაქიძის დედამ, ია მეტრეველმა პროტესტის ნიშნად დატოვა. ის სასამართლოსგან სამართლიანი გადაწყვეტილების გამოტანას ითხოვს. აღნიშნული პოზიცია აქვთ ბრალდებულებსაც და აცხადებენ, რომ სასამართლომ სამართლიანი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.