ბუტა რობაქიძის მამა სოსო რობაქიძე ირაკლი ოქრუაშვილის მხრიდან პარტიის შექმნას აპროტესტებს. მისი განცხადებით, იგი ოქრუაშვილს არ აცდის პოლიტიკაში ყოფნას. ბუტა რობაქიძის მამა სოსო რობაქიძემ შერატონ მეტეხი პალასში მივიდა, სადაც ირაკლი ოქრუაშვილის პოლიტიკური ორგანიზაციის პრეზენტაცია გაიმართა. მისივე თქმით, ირაკლი ოქრუაშვილი არის კრიმინალი, რომელიც ციხეში უნდა იჯდეს.