აზერბაიჯანული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Buta Airways-ი ბაქო-ბათუმი-ბაქოს საჰაერო ხაზზე ერთ სიხშირეს ამატებს. შესაბამისად, მიმდინარე წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში, 17 ივლისიდან 18 სექტემბრამდე რეგულარული რეისებს კვირაში 3 სიხშირით შეასრულებს.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, ავიაკომპანიამ ბაქოსა და ბათუმს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლის შესრულება მიმდინარე წელს დაიწყო.
ცნობისთვის, მიმდინარე სეზონზე, ბათუმის მიმართულებით ჩარტერული რეისები ყაზახეთიდანაც დაინიშნა.