Business Insider-მა მსოფლიოს საუკეთესო სმარტფონების რეიტინგი შეადგინა. გამოცემის მიხედვით, რეიტინგის სათავეშია სმარტფონი OnePlus 6T.
პორტალი წერს, რომ ამ მოწყობილობაში ბევრი ფუნქცია არ არის, რომელსაც მისი კონკურენტები გვთავაზობენ, მაგალითად, უსადენო დატენვა, წყალგაუმტარობის მაღალი დონე, მაღალი ხარისხის კამერა და მრავალჯერადი ზუმი. თუმცა ამის მიუხედავად, მის მთავარ მიღწევად Business Insider კარგ ვიზუალს, გადაღებას, ფოტოს ხარისხს, სწრაფად დამუხტვას და ელემენტების ხანგრძლივობას, ასევე აპლიკაციების მუშაობის სისწრაფეს ასახელებს.
ჩამონათვალში მე-2 ადგილზეა Galaxy S10e, მას მოსდევს iPhone XR; მე-4 და მე-5 პოზიციებს კი - Galaxy S10 Plus და Galaxy S10 ინაწილებენ. მსოფლიოში საუკეთესო სმარტფონების ათეულში მოხვდნენ ასევე: Google Pixel 3 და Pixel 3 XL, Samsung Galaxy Note 9, iPhone XS და iPhone XS Max, Samsung Galaxy S9 Plus და iPhone X.