ციყვისებრთა მრავალრიცხოვანი ოჯახის წარმომადგენელმა, ზაზუნასა და თრიას ახლო ნათესავმა მინიატურულმა ძუძუმწოვარა ბურუნდუკმა, რომელიც სრულად ამართლებს ზოოლოგიურ სახელწოდებას Tamias, რაც ძველბერძნულად "მომჭირნეს" ნიშნავს, ცხოველებს შორის "ყაირათიანი მეურნეს" რეპუტაცია დაიმსახურა, ჰოლივუდში კი, მუსიკალური, არტისტული ნიჭით გაითქვა სახელი და საკუთარი ჯგუფიც შექმნა ფილმში "ელვინი და ბურუნდუკები". ბურუნდუკმა, რომელიც სამ - აღმოსავლეთ ამერიკულ, აზიურ იგივე ციმბირულ და ნეომატიასის სახეობაში გადანაწილებულ 25 ქვესახეობას აერთიანებს, ჯერ ჩრდილოეთ ამერიკის მთელი ტერიტორია დაიპყრო ცენტრალური მექსიკით დაწყებული პოლარული წრით დასრულებული, მერე რუსეთის ჩრდილოეთში - ციმბირში, ურალსა და შორეულ აღმოსავლეთში გადაბარგდა, ბოლოს კი, ჩრდილოევროპულ ქვეყნებში, ჩინეთში, იაპონიის კუნძულ ხოკაიდოსა და კორეის ნახევარკუნძულზეც დაბინავდა.